როგორ გადაამოწმებენ “შავ სიაში” მყოფი მოქალაქეები გაუნულდათ თუ არა დავალიანება – ფინანსთა მინისტრის განმარტება

ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის განცხადებით, შეიქმნება სპეციალური ვებ-გვერდი, სადაც მოქალაქეები საკუთარი მონაცემების გადამოწმებას და იმის გაგებას შეძლებენ გაუნულდათ თუ არა სესხი.
შესაბამისი განცხადება მაჭავარიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
“მოხდება ამ ბაზების შეჯერება, ერთიანი დიდი ბაზა გაკეთდება სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციიდან. 3 დეკემბრიდან უკვე იქნება ვებ-გვერდი, სადაც თითოეულ ადამიანს შეუძლია შევიდეს, შეიყვანოს თავისი მონაცემი და ნახოს, შეეხო თუ არა. პირადი მონაცემები დაცული იქნება. ჩამოწერა და ტრანზაქცია განხორციელდება 15 დეკემბრიდან წლის ბოლომდე“, – აღნიშნა მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება.
მისივე თქმით, ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები