“ე.წ. შავ სიაში მყოფ „ვივუსის“ კლიენტებს დავალიანების ჩამოწერა არ შეეხებათ”

0
ე.წ. შავ სიაში მყოფ ონლაინსესხების კომპანია „ვივუსის“ კლიენტებს დავალიანების ჩამოწერა არ შეეხებათ, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“ვივუსმა” ჩემთვის გაუგებარი მიზეზებით უარი განაცხადა მონაწილეობაზე“, – განმარტა მინისტრმა.
მისივე თქმით, 3 დეკემბრიდან მოქალაქეებს სპეციალურ ვებგვერდზე შეეძლებათ შემოწმება, შეეხებათ თუ არა ვალების ჩამოწერა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება. ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი მოქალაქეთა დავალიანების განულების ინიციატივა ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი