“თანხას სრულად ფარავს “ქართუ”, მოსაზრებები, რომ ბიუჯეტიდან მიდის გადამხდელის ფული, სპეკულაციაა”

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის განცხადებით, 600 000-ზე მეტი მოქალაქის საბანკო დავალიანების განულებისთვის სახსრები სრულად ფონდმა “ქართუმ” გაიღო.
საუბარია 1.5 მილიარდი ლარის დავალიანებაზე.
შესაბამისი განცხადება მინისტრმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
„ამ თანხას სრულად ფარავს ფონდი “ქართუ” შესაბამისად მოსაზრებები, რომ თითქოს ბიუჯეტიდან მიდის გადამხდელის ფული – პატიოსანი მოქალაქე ვინც პატიოსნად იხდის სესხს აფინანსებს იმას, ვინც სესხი არ გადაიხადა არის აბსოლუტური სპეკულაცია. მთავრობის როლი აქ იყო იმაში, რომ ჩვენ ეს საკითხი მწვავედ დავაყენეთ, ამ საკითხის გადაჭრის გზებს ვეძებდით, თუმცა საბოლოო ჯამში გადაჭრილა სრულად იტვირთა ფონდმა „ქართუმ“, რისთვისაც მადლობას ვუხდით ფონდს, ასევე მადლობას ვუხდი ბანკებს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ცნობისთვის, დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების, ონლაინ ორგანიზაციების და სხვა საფინანსო ინსტიტუტების მიმართ დავალიანება გაუნულდება.
მისივე თქმით, ვალების განულების პროცესი დაიწყება 15 დეკემბერს და 31 დეკემბრამდე დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები