მამუკა მდინარაძე: ჩვენი 600 ათასზე მეტი მოქალაქე ახალ წელს ვალის გარეშე შეხვდება

“ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში პრემიერ-მინისტრი აანონსებდა, რომ შემოდგომა იყო ის ვადა, როდესაც გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ეს მიღებული გადაწყვეტილება, ვფიქრობ ისტორიულია, – ასე შეაფასა მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ “შავ სიაში“ მყოფი 600 ათასზე მეტი მოქალაქის საბანკო დავალიანებების განულება.
“ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აანონსებდა, რომ შემოდგომა იყო ის ვადა, როდესაც გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ეს მიღებული გადაწყვეტილება, ვფიქრობ ისტორიულია.
600 ათასზე მეტ მოქალაქეს ჩამოეწერება ვალი . როდესაც გვქონდა საუბარი იმ ადამიანებზე, რომლებსაც ჰქონდათ 2 ათასზე ნაკლები ძირი და შემდეგ გაუპრობლემდა, საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებსაც გაუპრობლემდათ და დარჩათ 2000-ზე ნაკლები თანხა გადასახდელი. ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა,რომელიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჭარბვალიანობის აღმოფხვრის საქმეში. ახალ წელს ჩვენი 600 ათასზე მეტი მოქალაქე ვალის გარეშე შეხვდება”, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები