ლეონიდ ჩერნოვეცკიმ პარლამენტს ევთანაზიის საკითხთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებით მიმართა

საქართველოს პარლამენტმა რეგისტრაციაში გაატარა საკანონმდებლო წინადადება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელიც ევთანაზიის პრაქტიკის დამკვიდრებას ითვალისწინებს.
საქართველოს კანონმდებლობით ევთანაზია კვალიფიცირდება როგორც „უკურნებელი სენით დაავადებული, სიკვდილისწინა სტადიაში მყოფი ავადმყოფის სიცოცხლის განზრახ შეწყვეტა მისივე დაჟინებული თხოვნით“.
„აღნიშნული საკანონმდებლო წინადადების შემუშავება განპირობებულია ქვეყნის ბიუჯეტის შევსების აუცილებლობით, რაც ხელს შეუწყობს უბრალო მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებას. ჩემი გათვლებით, შემოსავალი შეადგენს 1 000 000 000 დოლარს, რომელიც შემდგომში გაიზრდება.
საქმე ის არის, რომ სადღეისოდ ევთანაზიის მეთოდის გამოყენება მხოლოდ შვეიცარიაშია დაშვებული, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩადიან მოქალაქეები, რაც ქვეყნის ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს! გარდა ამისა, ეს მეთოდი არის ჰუმანური!
ამ კანონის მიღება არის მნიშვნელოვანი! მე ვთხოვ პარლამეტს, რომ მიაქციოს მას ყურადღება. ყოველდღიურად, უამრავი ჩვენი მოქალქე იტანჯება უმუშევრობისა და შიმშილისგან. ამ კანონის მიღება გახდის შესაძლებელს, რომ გაიზარდოს პენსიები და შემწეობის თანხა, გახდის ჩვენს ქვეყანას მიმზიდველს მდიდარი ტურისტებისთვის, შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს სამედიცინო ტურიზმის სფეროში“,- აცხადებს ლეონიდ ჩერნოვეცკი.
საკანონმდებლო წინადადებით, ევთანაზიის მეთოდის გამოყენება იკრძალება საქართველოს მოქალაქეებისთვის, რადგან იგი ეწინააღმდეგება ქრისტიანულ ნორმებს, საქართველო კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რელიგიური ქვეყანაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები