კამპანია – „გაამწვანე ვარკეთილი“ გრძელდება
თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, რევაზ სოხაძის ინიციატივით, კამპანია – „გაამწვანე ვარკეთილი“ გრძელდება. კამპანიის ფარგლებში, დღეს ვარკეთილი 3-ის მეორე და მესამე მიკრორაიონებში 350 კედრის ხე დაირგო.
როგორც სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რევაზ სოხაძემ განაცხადა, დღევანდელი გამწვანების აქცია „ბაზისბანკისა“ და სანერგე მეურნეობა „საქართველოს ნერგების“ მხარდაჭერით გაიმართა.
რევაზ სოხაძის თქმით, მსგავსი სახის აქციები ვარკეთილში მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.