ილია მეორე: ღმერთმა ინებოს, რომ პრეზიდენტის არჩევნები მშვიდობით ჩატარდეს

“ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა იყოს ეკლესიაში, მშვიდობა იყოს ქვეყანაში. ღმერთმა ინებოს, რომ ეს არჩევნები, პრეზიდენტის არჩევნები, მშვიდობით ჩატარდეს”, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.
ილია მეორემ ყოველკვირეული წირვა-ლოცვა აღავლინა.
“ღმერთმა ინებოს, რომ მშვიდობა იყოს ეკლესიაში, მშვიდობა იყოს ქვეყანაში. ღმერთმა ინებოს, რომ ეს არჩევნები, რომელიც მომავალში უნდა იყოს საქართველოში – პრეზიდენტის არჩევნები, მშვიდობით ჩატარდეს.
ღმერთი მოწყალეა და ჩვენ დღეს მოხარული ვართ, რომ წირვაში იღებდა მონაწილეობას მსოფლიო პატრიარქის წარმომადგენელი, ეპისკოპოსი კირილე. ჩვენ გულითადად მივესალმებით მას და ვთხოვთ, რომ მსოფლიო პატრიარქს გადასცეს ჩვენი სალამი და კეთილი სურვილები. ჩვენ ვლოცულობთ, რომ მშვიდობა სუფევდეს მსოფლიოში”, – აღნიშნა ილია მეორემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები