ზუგდიდის შემდეგ პლაკატები “ნუ დააბრუნებ მწამებლებს” ხობშიც გამოჩნდა

ზუგდიდის შემდეგ პლაკატები ,,ნუ დააბრუნებ მწამებლებს”, ” ვა ღოლა/ არ ქნა” ხობშიც გამოჩნდა. პლაკატზე ყოფილი ხელისუფლების მაღალი რანგის ჩინოვნიკების ფოტოებია, რომლებსაც გამოძიება არაერთ სისხლის სამართლის საქმეს ედავება.
ფოტოზე გამოსახულია როლანდ ახალაია, რომელსაც უფლებამოსილების გადამეტების საქმეზე 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. ასევე, კოხტა კოდუა, რომელიც შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე იყო. ის ე.წ. კასრების საქმეშია ბრალდებული.
მესამე ადამიანი, რომელიც ფოტოზეა გამოსახული მეგის ქარდავაა – მრავალ საქმეში ბრალდებული, მათ შორის ე.წ ციხის ბუნტის საქმეში.
მეოთხე – თემურ უბირია ე.წ. კსტილებიანი მამაკაცი, რომელიც კასრების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულია. მას გამოძიება წამებასა და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები