საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ეს გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ ცესკოს სხდომაზე მიიღეს. ცესკოს ინიციატივით, საზღვარგარეთ გახსნილ უბნებში ენჭისყრის დრო ღამის 12 საათამდე გაგრძელდება.

7 ნოემბერს ცესკომ განაცხადა, რომ კანონდარღვევა არ იქნებოდა, თუ მეორე ტური სამუშაო დღეს ჩატარდება.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 28 ოქტომბერს გაიმართა.

ცესკოს მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხმების – 38.64% მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74%.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის საბოლოო შედეგებს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები