ირაკლი კობახიძე: ყველაფერი დამოკიდებულია ამომრჩეველზე, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მათ აქტიურობისაკენ

„ყველაფერი დამოკიდებულია ამომრჩეველზე, მათ აქტიურობაზე, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩეველს აქტიურობისაკენ“, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ედისონ რისერჩის“ კვლევის კომენტირებისას, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პირველ ტურში ჩატარებული კვლევა არჩევნების შედეგებს აცდა.
„ჩვენ ვნახეთ „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგები პირველ ტურში, როდესაც ორივე შემთხვევაში მთლიანად აცდა არჩევნების შედეგებს. რაც შეეხება მეორე ტურს, შედეგებს ვიხილავთ ერთად, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაცია გამოაქვეყნებს ოფიციალურ შედეგს და ნახავთ, თუ რა იქნება და როგორ იქნება. ყველაფერი არის დამოკიდებული ამომრჩეველზე, მის აქტიურობაზე და მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამომრჩეველს აქტიურობისაკენ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები