გია ვოლსკი: ვაშაძემ გადააჭარბა და ახლა პიარტექნოლოგები ცდილობენ, ეს გადაჭარბება შეარბილონ და ჩრდილქვეშ მოაქციონ

“ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებები დესტაბილიზაციაზე განპირობებულია იმ განცხადებებით, რასაც ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი აკეთებს”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც დეპუტატი განმარტავს, გრიგოლ ვაშაძემ განცხადებებში გადააჭარბა და ახლა მისი პიარტექნოლოგები ცდილობენ ეს შეარბილონ. მისი თქმით, მუქარა აშკარაა, თუმცა სახელმწიფოს ამ მუქარის არ ეშინია.
„გრიგოლ ვაშაძე პირდაპირ ამბობს, რომ კონსტიტუცია არაფერ შუაშია და როგორც კი საშუალება მიეცემა, საზოგადოების მობილიზაციას და სახელისუფლებო სტრუქტურებთან დაპირისპირებას მოახდენს. მისი რუსული პიარბრიგადა პირდაპირ აცხადებს, რომ რევოლუცია იქნება. ვაშაძემ გადააჭარბა და ახლა პიარტექნოლოგები ცდილობენ, ეს გადაჭარბება რაღაცნაირად შეარბილონ და ჩრდილქვეშ მოაქციონ. მუქარა აშკარაა, რომლის სახელმწიფოს არ ეშინია, მაგრამ საზოგადოებაში დაპირისპირებისა და შიშის პოტენციალი არსებობს. ანალიზი აჩვენებს, რომ დესტაბილიზაციის საფრთხე რეალურია და არა იმიტომ, რომ შკლიაროვია ჩამოსული ან ვაშაძეა რუსული ნომენკლატურა. მთავარი თემა არის ის, რომ საქართველოს მიმართ საერთაშორისო დაინტერესებაა, ამერიკისა და ევროპელი ლიდერების ვიზიტები, სატრანზიტო რესურსში ჩინეთის დაინტერესება რუსეთს გარკვეულ დისკომფორტს უქმნის და ვაშაძის მივლინება-მოვლინების მთავარი თემაც ესაა. მხოლოდ განცხადებებით არ შემოიფარგლებიან, ეს დაყრდნობილია გარკვეულ გეგმაზე. ბრტყელ-ბრტყელი წამოძახებები არაფერ შუაშია, სიღრმისეულად უნდა დაინახოთ, რასთან გვაქვს საქმე”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები