მტირალას ეროვნულ პარკში ეკო-საგანმანათლებლო აქტივობა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ეკო-საგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში, მტირალას ეროვნულ პარკში საერთაშორისო თამაში Geocaching გაიმართა.

თამაშში ადგილობრივი საჯარო სკოლის 20 მოსწავლე მონაწილეობდა. ოთხი გუნდი GPS-კოორდინატების, ადგილის ფოტოსურათისა და ზეპირი აღწერილობის მიხედვით 2 საათის განმავლობაში ეძებდა პარკის თანამშრომლების მიერ გარკვეული ტერიტორიის ფარგლებში წინასწარ დამალულ სიმბოლურ „განძს“. გაიმარჯვა ყველაზე სწრაფმა გუნდმა. Geocaching-ი მსოფლიოში გავრცელებული თამაშია, რომელიც GPS-ის მომხმარებლებისა და ველურ ბუნებაში თავგადასავლების მოყვარულთათვისაა შექმნილი.

დაცული ტერიტორიების სააგენტო მსგავს ეკო-საგანმანათლებლო აქტივობებს აქტიურად ახორციელებს. მიმდინარე წელს, ეკო-საგანმანათლებლო ღონისძიებებში 100 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები