დიმიტრი ცქიტიშვილი: ბევრი გაფრთხილება იყო, მაგრამ მაშინდელი ხელისუფლება მაინც წამოეგო ამ პროვოკაციას

ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველო მაშინ წამოეგო რუსეთის პროვოკაციას“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა.
„გავრცელებული ვიდეო ჩემთვის ახალი არ იყო, ძალიან კარგად მახსოვს მსგავსი ჩანაწერი, რომელიც ახლა არ მოიძებნება სოციალურ ქსელში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე გაკეთებული განცხადება. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ საქართველო მაშინ წამოეგო რუსეთის პროვოკაციას, მიუხედავად ძალიან ბევრი გაფრთხილებისა, რომელიც მაღალი დონის თანამდებობის პირებმა ევროპის და მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნიდან მისცეს მაშინდელ ხელისუფლებას. მათ მაინც გადადგეს ეს ნაბიჯი და მისცეს საშუალება რუსეთს განეხორციელებინა სრული ინტერვენცია. ეს ის გადაწყვეტილება იყო, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ვაპროტესტებდით. ყველაფერი იყო პროგნოზირებადი. ამაზე განცხადება თავის დროზე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა, იყო ბევრი გაფრთხილება, მაგრამ მაშინდელი ხელისუფლება მაინც წამოეგო ამ პროვოკაციას“,-განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები