ილია მეორე მეტეხის ხიდზე პარაკლისის აღავლენს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, 13 ნოემბერს, ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს, მეტეხის ხიდზე საზეიმო პარაკლისის აღავლენს. პარაკლისი 16:30 საათზე დაიწყება.
ხიდზე შეკრებილი საზოგადოების წინაშე თეატრალური დადგმით წარსდგება შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივი “ წარმოდგენით „ასი ათასი წამებულის დღე“.
შეგახსენებთ, რომ ყოველი წლის 13 ნოემბერს მართლმადიდებლური სამყარო აღნიშნავს 100 000 მოწამის ხსენების დღეს. საუკუნეების წინ ასი ათასი ქართველი სწორედ ამ დღეს შეეწირა წმინდა ხატების თაყვანისცემასა და სარწმუნოების დაცვას. ტრადიციულად ყოველ წელს საქართველოს ყველა კუთხიდან იკრიბება მრევლი ასი ათასი მოწამის სახელობის მეტეხის ხიდზე და ერთობლივი ლოცვით მიაგებს პატივს გმირ, წმინდან წინაპრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები