ოთარ ფარცხალაძე “ომეგა ჯგუფის” საქმეზეც გამოიკითხება

ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე “ომეგა ჯგუფის” საქმეზეც გამოიკითხება.
შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებთან პროკურორმა, ემზარ გაგნიძემ გააკეთა.
“მოგეხსენებათ, რომ ოთარ ფარცხალაძეს ბრალი უკვე წარდგენილი აქვს სხვა სისხლის სამართლის საქმეზე და რა თქმა უნდა, აღარ არსებობს იმის კითხვის ნიშანი, რომ იგი „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებითაც გამოიკითხება. ასევე, გვსურს, საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით ჩატარდება ყველა ის საჭირო საგამოძიებო მოქმედება, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ახლაც მიმდინარეობს და ყველა ის პირი, რომელიც იქნება გამოკვლეული და რომლის ბრალეული ქმედებებიც დადგინდება, ამასთან დაკავშირებით შესაბამის ინფორმაციას მივაწოდებთ საზოგადოებას. ამ ეტაპისთვის, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მინდა მოგახსენოთ, რომ საგამოძიებო მოქმედებების სპეციფიკიდან გამომდინარე, გამომძიებელი თავად საზღვრავს ტაქტიკას, რა რის შემდეგ უნდა განხორციელდეს. ამ ეტაპისთვის, ფარცხალაძე „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე არ არის გამოკითხული, თუმცა ვადასტურებ, რომ გამოძიებისთვის არ არსებობს ხელშეუხებელი პირები. ყველა ის პირი გამოიკითხება და ყველა საჭირო მტკიცებულება იქნება მოპოვებული, რომელიც საქმის გახსნას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ემზარ გაგნიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები