“დღეს იწყება ზეპარტიული, საერთო-სახალხო მოძრაობა, რომელსაც ჰქვია – არა ჩრდილოელის დიქტატს, არამედ საქართველოს დამოუკიდებელ ხვალინდელ დღეს” 

ყველაფერი ის, რაც დღეს კეთდება არის ნაკარნახევი ჩრდილოეთიდან, ამას წყალი არ გაუვა, – ამის შესახებ ექიმმა ლადო კახაძემ ვერის ბაღში, “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს იწყება საერთო-სახალხო მოძრაობა, რომელსაც ჰქვია – არა ჩრდილოელის დიქტატს, არამედ საქართველოს დამოუკიდებელ ხვალინდელ დღეს.

„დამოუკიდებლობის გამოცხადების მერე დაირღვა ყველანაირი კომუნიკაცია და დაიწყო გაფუჭებული ტელეფონის თამაში, ერთი ერთს უბნობს, მეორე მეორეს და მესამე მესამეს, და ეს მხოლოდ ერთადერთ ძალას აწყობს, ჩვენ თუ სხვადასხვა ენაზე ვილაპარაკებთ, ამით ისარგებლებს ის ადამიანი, რომელიც ჩვენ გარშემო ცეცხლის დანთების პირობებში ჩვენს შთანთქმას აპირებს, ყველა კარგად უწყით, ეს არის ჩრდილოელი ეგრეთ წოდებული მეზობელი, რომელსაც ჩვენ ასეთი ფორმით, დამოუკიდებელი, სუფთა, მართალი, ჩვენ არ ვუნდივართ. ყველაფერი ის, რაც დღეს კეთდება არის ნაკარნახევი ჩრდილოეთიდან. ამას წყალი არ გაუვა. … დღეს იწყება საერთო-სახალხო, ხაზს ვუსვამ – ზეპარტიული, მოძრაობა, რომელსაც ჰქვია – არა ჩრდილოელის დიქტატს, არამედ საქართველოს დამოუკიდებელ ხვალინდელ დღეს”, -განაცხადა ლადო კახაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები