ლაბორატორიის სპეციალისტი აშშ-ში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტმა საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო. ქალაქ ჩარლსტონში, აშშ-ში საერთაშორისო ამერიკული ბიოუსაფრთხოების ასოციაციის (ABSA) 61-ე შეხვედრა ჩატარდა.
კონფერენციაზე და სწავლების კურსზე განხილული იყო ზოგადი ბიოუსაფრთხოების საკითხები, პათოგენების გაუვნებელყოფის მეთოდები ლაბორატორიული გამოყენებისთვის (Pathogen inactivation Methods for Laboratory Applications). ასევე, მონაწილეებს ჩაუტარდათ ბიოუსაფრთხოების პრაქტიკული სწავლებები.
ABSA ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტის ლაბორატორიულ პრაქტიკაზე, უსაფრთხო სამუშაო პროცედურებზე, ასევე ქცევით ნორმებისა და ადგილობრივი წესების დაცვაზე.
ABSA-ს სწავლებები მოიცავს ინფორმაციას პოტენციურად საშიშ მასალებთან მუშაობისას ბიო-რისკის შემცირებისა და პრევენციისთვის საჭირო მეთოდების შესახებ ცოდნას. აგრეთვე, ბიო-დაცვისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მხრიდან წაყენებულ მოთხოვნათა შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები