გია ვოლსკი: ზურაბიშვილზე რაც მოვისმინეთ, ამხელა რაოდენობის დეზინფორმაცია, მე არ გამიგია

სალომე ზურაბიშვილის მიმართ ოპონენტები შეურაცხმყოფელ სიტყვებს არ იშურებენ და დეზინფორმაციას ავრცელებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
„ბოლო პერიოდის მოვლენები, რასაკვირველია, მთავარი თემა იქნება. მგონია, რომ ამასთან დაკავშირებით განცხადებები საკმაოდ გაკეთდა, მაგრამ რეალურად ერთ საკითხზე მინდა, ყველას განსაკუთრებული ყურადღება შევაჩერო. ბევრი ვილაპარაკეთ, რომ არის უშველებელი რაოდენობის ლანძღვა, გინება, წინასაარჩევნო ბატალიები დაემგვანა გლადიატორების ბრძოლას, სადაც ადამიანები ცუდ სიტყვებს არ იშურებენ ერთმანეთის მიმართ, მაგრამ ძირითადად ერთი ადამიანის მიმართ ხორციელდება. ეს არის სალომე ზურაბიშვილი და არც ერთი ოპონენტი არ დარჩენილა, რომ საკითხთან დაკავშირებით არ გაეღო პირი და არ ეთქვა ის, რაც არის ჩვენს საზოგადოებაში დასახელებული, გაგებული, როგორც შეურაცხმყოფელი სიტყვა. შეურაცხმყოფელ სიტყვებს თავი დავანებოთ. ამხელა რაოდენობის დეზინფორმაცია, რაც მოვისმინეთ, მე არ გამიგია. ადამიანები პირდაპირ გვპირდებიან, არც მეტი არც ნაკლები, სამოქალაქო დაპირისპირებას, ყველაფრის დანგრევას და ამ ნანგრევებზე იმ ხელისუფლების აშენებას, რომელიც თვითონ აწყობთ. გეუბნებიან, თქვენ თვითონ ამას ქადაგებთო“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები