დავით მათიკაშვილი: “ნაცმოძრაობა” ვერ ჩარეცხავს მათ მიერ დაყენებულ სისხლის გუბეებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა პარლამენტში “ნაციონალურ მოძრაობას” მიმართა. როგორც მან განაცხადა, რა ფორმითაც არ უნდა იცვალოს ამ პოლიტიკურმა პარტიამ ფერი, ის ვერ ჩარეცხავს მათ მიერ დაყენებულ სისხლის გუბეებს. მისივე თქმით, ქართულ საზოგადოებას მოდელირებული რეალობა აღარ სურს.
“ნაცმოძრაობის” დაყოფა-გამოყოფა იყო ფარსი. ამავე ფარსზეა თქვენი პოლიტიკაც დაფუძნებული, ეს არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც რეინკარნაციას ცდილობს და თვალს უხვევს საზოგადოებას. მე მინდა მივმართო მათ, რა ფორმითაც არ უნდა იცვალოს ფერი “ნაციონალურმა მოძრაობამ”, ისინი ვერ ჩარეცხავენ ქართველთა სისხლს, რომელიც გუბეებად იდგა თქვენი მმართველობის შემდგომ. თქვენ ვერ შეძლებთ დამალოთ ის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ასეულობით ფაქტი. ქართულ საზოგადოებას აღარ სჭირდება “გამოცვლილი საბურავები”. მე მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები გაცილებით მეტნი არიან და მეორე ტურს დაასრულებს ისე, როგორც საქართველოს ეკადრება. აღარ გაგივათ მოდელირებული ქრონიკა და მოდელირებული რეალობა. ქართული საზოგადოება აღარასდროს მოტყუვდება”, – განაცხადა დავით მათიკაშილმა.