ლაბორატორიაში მსოფლიო ბანკის მიერ მოწვეული ექსპერტი მასტერკლასს ატარებს

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში, მსოფლიო ბანკის მიერ მოწვეულმა ექსპერტმა სურსათის კვლევის სპეციალისტებისთვის ინტენსიური სწავლება ჩაატარა.
“სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს ინსტიტუტის BIOR-ის ლაბორატორიის უფროსი, ვადიმ ბარტკევიჩი, ინსტრუმენტული კვლევების ლაბორატორიის სპეციალისტებს სურსათის კვლევის თანამედროვე მეთოდებს აცნობს და აკვირდება კვლევის პროცესს. ლაბორატორიის თანამშრომლებს შესაძლებლობა ეძლევათ დასვან მათთვის მნიშვნელოვანი კითხვები და ექსპერტისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ. მიღებული ცოდნით შესაძლებელი იქნება გაუმჯობესებული სერვისის მიწოდება მომხმარებლებისთვის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიასა და BIOR-ის ლაბორატორიას შორის თანამშრომლობა რამდენიმე წელიწადია მიმდინარეობს და სურსათის კვლევის ზედამხედველობის საკითხებში გამოცდილების გაცვლის ინტენსიურ პროგრამას მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები