ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურმა „თბილისის ჭიდაობის ფედერაციასთან” მემორანდუმი გააფორმა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და “თბილისის ჭიდაობის ფედერაციას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს ვეტერანების შვილებს შორის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობას.
მემორანდუმის თანახმად, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური უზრუნველყოფს, ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ ვეტერანთა შვილებისთვის ფედერაციის მიერ ჭიდაობის უფასო სწავლებას.
მემორანდუმს ხელი ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, ვლადიმერ იმნაძემ და “თბილისის ჭიდაობის ფედერაციის” გენერალურმა მდივანმა, გოჩა ჩორგოლიანმა მოაწერეს.
მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2020 წლის 31 მარტამდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები