სალომე ზურაბიშვილი გურჯაანში, საგარეჯოში, დედოფლისწყაროსა და ყვარელში იმარჯვებს- ვაშაძე კი, ლაგოდეხში, თელავსა და ახმეტაში

ცესკოს ბოლო მონაცემებით, კახეთის საარჩევნო ოლქის 309 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია მხოლოდ 58 უბნის მონაცემები.

მათივე ცნობით, გურჯაანში ოპოზიციური გაერთიანების კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ 51 უბნიდან დათვლილი 14 უბნის მონაცემებით, 2058 ხმა მიიღო, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 2690 ხმა.

ცესკოს ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კახეთში სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძეზე მეტი ხმა მიიღო საგარეჯოში, სიღნაღში, დედოფლისწყაროსა და ყვარელში. გრიგოლ ვაშაძეს კი უპირატესობა ლაგოდეხში, თელავსა და ახმეტაში აქვს.
საგარეჯო: გრიგოლ ვაშაძე – 1044 ხმა. სალომე ზურაბიშვილი – 1326 ხმა.

გურჯაანი: გრიგოლ ვაშაძე – 2058 ხმა სალომე ზურაბიშვილ – 2690ხმა;

სიღნაღი: გრიგოლ ვაშაძე 666 ხმა, სალომე ზურაბიშვილი – 809 ხმა;

დედოფლისწყარო: გრიგოლ ვაშაძე 662 ხმა, სალომე ზურაბიშვილი – 1244ხმა;

ლაგოდეხი: გრიგოლ ვაშაძე – 686 ხმა, სალომე ზურაბიშვილი – 400ხმა;

ყვარელი: გრიგოლ ვაშაძე – 555, სალომე ზურაბიშვილი – 885 ხმა;

თელავი: გრიგოლ ვაშაძე – 1046, სალომე ზურაბიშვილი – 717ხმა;

ახმეტა: გრიგოლ ვაშაძე 1350, სალომე ზურაბიშვილი – 1049 ხმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები