ლალიაშვილი მიწისზედა მეტროზე: კონცეფცია კარგია, მაგრამ უნდა ავწონ-დავწონოთ, მგზავრთა ნაკადი, რამდენად გამოყენებადი იქნება

კონცეფცია ძალიან კარგია, მაგრამ უნდა ავწონ-დავწონოთ, მგზავრთა ნაკადი, პირველ რიგში, რამდენად გამოყენებადი იქნება და რამდენად გვიღირს ამ რესურსის ჩადება. შესაძლოა, სხვა ალეტერნატიული ტრანსპორტი განვავითაროთ, რესურსი უფრო ხელსაყრელი და დაზოგილი იქნას, თუმცა ეს ყველაფერი მსჯელობის საგანია,- ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, მიწისზედა მეტროს პროექტთან დაკავშირებით, განაცხადა.
როგორც ეკა ლალიაშვილმა აღნიშნა, ნებისმიერი პროექტი და კონცეფცია, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისკენაა მიმართული, მისასალმებელია.
„განვითარებულ ქალაქებსა და ქვეყნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობა, როგორიცაა მეტრო, მატარებელი, ავტობუსი და ტრამვაი არის წამყვანი ტრასნპორტი, რომელსაც არჩევენ მოქალაქეები. ხვალინდელი დღე ამ ქალაქსა და ქვეყანაში უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის. ნებისმიერი პროექტი და კონცეფცია არის მისასალმებელი, რომელიც მიმართულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისკენ. თუმცა, აქაც უნდა ვიყოთ რეალისტები ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რა პერიოდში და რა სახსრებით შეგვიძლია, განვახორციელოთ ამ ტიპის პროექტები. რა თქმა უნდა, მეტროს განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. სატრანსპორტო ქსელის მიმართულებები, რომელიც გუშინ დაანონსდა, ეს არის თბილისი-რუსთავის დაკავშირება მეტროთი იქნება ეს, თუ სამგორი-ლილოს მიმდებარე ტეროტორიის დაკავშირება, ასევე მატარებლის საშუალებით. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ეს საჭიროებს სიღრმისეულ შესწავლას. გაჟღერდა, რომ 90 მილიონი დოლარი შეიძლება დაჯდეს ეს პროექტი. თავად კონცეფცია არის ძალიან კარგი, მაგრამ უნდა ავწონ-დავწონოთ, მგზავრთა ნაკადი, პირველ რიგში, რამდენად გამოყენებადი იქნება და რამდენად გვიღირს ამ რესურსის ჩადება. შესაძლოა, სხვა ალეტერნატიული ტრანსპორტი განვავითაროთ, რესურსი უფრო ხელსაყრელი და დაზოგილი იქნას, თუმცა, ეს ყველაფერი მსჯელობის საგანია, რომელსაც კვლევა გვიჩვენებს, შემდეგ ანალიზის შედეგად, გადაწყვეტილება იქნება მიღებული, თავად კონცეფცია და მიმართულება, ვფიქრობ ძალიან სწორი და მწვანეა“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა და თბილისის მერია მიწისზედა მეტროს პროექტს იწყებს. ამის შესახებ ინიციატივის – „მწვანე პოლიტიკის“ სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის „მწვანე პოლიტიკა -ეკოტრანსპორტი“ პრეზენტაციაზე გუშინ გახდა ცნობილი.
პროექტის მიხედვით, მიწისზედა მეტრო, პირველ ეტაპზე, მეტროსადგურ „სამგორს“ ლილოს ბაზრობასა და აეროპორტთან დააკავშირებს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები