1-ელ ნოემბერს ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

პირველ ნოემბერს ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
“პირველ ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირების მიერ ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვადა. ამ კატეგორიას მიკუთვნებული ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ქონების გადასახადის დეკლარაცია არა უგვიანეს კალენდარული წლის 1-ელი ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა”,- აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილოთ ბმული: http://rs.ge/common/get_doc.aspx?id=10487

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები