უფლისციხეში კლდიდან მოზარდი გადმოვარდა

0

უფლისციხეში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, კლდიდან მოზარდი გადავარდა. დაშავებული ბიჭი ესტონეთის მოქალაქეა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გორში, კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა, სადაც შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდა.
ექიმის განცხადებით, ამის შემდეგ, ოჯახის მოთხოვნით, დაშავებული თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.
მოზარდის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი