ბიზნესმენის შვილის გატაცების საქმეზე ხუთ პირს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილის გიორგი დეკანოიძის გატაცების საქმეზე დაკავებული 10 პირიდან ხუთი გაათავისუფლეს. ხუთს პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას საქალაქო სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.
5 პირი, მტკიცებულების არარსებობის გამო გათავისუფლდა.
ბიზნესმენის შვილის გატაცების ორგანიზატორობაში ბრალდებული მოსკოვში მცხოვრები ცოლ-ქმარია, რომლებიც საქართველოში ერთი კვირის წინ დაბრუნდნენ. კაცი ამავე ბრალდებით წარსულში ერთხელ უკვე ნასამართლევია.
ხუთივე დაკავებულს ბრალად ედებათ ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ანგარებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, პირის მძევლად ხელში ჩაგდება იმ მიზნით, რომ მძევლის გათავისუფლების პირობით აიძულონ სხვა პირი შეასრულოს თავისი სურვილის საწინააღმდეგო მოქმედება.
ამირან დეკანოიძის გატაცებული შვილი გიორგი დეკანოიძე, 18 ოქტომბერს სპეცოპერაციის შემდეგ გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები