ზურაბ ჯაფარიძე მთავარი სამმართველოდან გაათავისუფლეს

დედა ენის ბაღში, კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე დაკავებული ზურაბ ჯაფარიძე გათავისუფლდა. პოლიციის სამმართველოს შენობა მან რამდენიმე წუთის წინ ადვოკატთან ერთად დატოვა.
მანამდე, დიღმის მთავარი სამმართველო “გირჩის” რამდენიმე წევრმა იაგო ხვიჩიამ, ნიკა ობოლაძემ და ვახტანგ მეგრელიშვილმა დატოვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ლიდერი სამართალდამცველებს ნებაყოფლობით გაჰყვა. დედა ენის ბაღიდან პოლიციის განყოფილებაში სულ 11 ადამიანი გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები