კოკა კაციტაძე: 73 ჩანაწერიდან მხოლოდ 2 ეხება პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმას

73 ჩანაწერიდან მხოლოდ 2 ეხება პატარკაციშვილის ლიკვიდაციის გეგმას,- ამის შესახებ “ქრონიკის” პირდაპირ ეთერში მთავარი პროკურატურის სამართალწარმოებისას ჩადენილი დანაშაულისთვის გამოძიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ კოკა კაციტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, არსებული 73 აუდიოფაილიდან ორი ეხება პატარკაციშვილის ლიკვიდაციის მომზადების გეგმას. დანარჩენი ჩანაწერებიც მოიცავს დანაშაულის ნიშნებს და ის იმავე პირები ფიგურირებენ სხვა ფაილებში, თუმცა დანარჩენი პატარკაციშვილს არ ეხება. კაციტაძის თქმით, ჩანაწერებში მოქმედი პირები ფიგურირებენ ნათვლუღის საქმეში, გვირბლიანის საქმეში და ფარულ ჩანაწერების საკითხში.
პროკურატურის წარმომადგენლის თქმით, ვინაიდან ამ ჩანაწერების გარემოებების დასადგენად კომპლექსური მუშაობა იყო საჭირო ამას დიდი დრო დასჭირდა და საზოგადოებისთვის ეს ცნობილი მალევე ვერ გახდა.
კაციტაძის თქმით, შედეგთან, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებასთან, ამ აუციოჩანაწერების საქმეს კავშირი არ აქვს, თუმცა იმ კითხვებისთვის, რაც არსებობს საზოგადოებაში, პროკურატურას უნდა გაეცა.
პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, მათ არ აქვთ მხოლოდ აუდიოჩანაწერები, არამედ კონკრეტული მტკიცებულებები მათ შორის დაკითხვები, სადაც ჩანს დაცვას და კუდის თანამშრომელს შორის ურთიერთობა. კერძოდ, მტკიცებულება, რომ დაცვის წევრებს პატარკაციშვილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მიტანილი ჰქონდა ინფორმაცია.
ერთი ჩანაწერის მიხედვით, გიორგი დგებუაძე პატარკაციშვილის დაცვის წევრთან ლაპარაკისას ზურაბ ჟვანიასაც ახსენებს. კაციტაძის თქმით, პროკურატურა ამ პირის გამოკითხვასაც გეგმავს.
17 ოქტომბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით, ფარული ჩანაწერები გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები