მთავარი პროკურატურა სავარაუდოდ მირზა სუბელიანთან დაკავშირებულ ფარულ აუდიო-ჩანაწერს აქვეყნებს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ფარულ აუდიო-ჩანაწერს ასაჯაროებს, რომელიც სავარაუდოდ, სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთ დაწესებულებაშია ჩაწერილი.
პროკურატურის განცხადებას „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს მთავარი პროკურატურა, დაპირებისამებრ, კვლავ განაგრძობს საზოგადოების ინფორმირებას იმ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების შესახებ, რომელიც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის, აგრეთვე, პატიმრობაში მყოფი პირის კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის, ჩანაწერის უკანონოდ შენახვისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის, იძულების და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე ამა წლის 12 ოქტომბერს დაიწყო.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, პროკურატურა ასაჯაროებს 2018 წლის 10 სექტემბრის ფარულ აუდიოჩანაწერს, რომელიც მოქალაქე ი.პ-სგან ამოღებული მეხსიერების ბარათიდან ერთ-ერთია და სავარაუდოდ, საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთ დაწესებულებაშია ჩაწერილი.
ამ დროისთვის, გამოძიების ფარგლებში, გამოკითხულები არიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი ი.პ., ვიქტორ ჯაფარიძე და დავით ცუხიშვილი. მირზა სუბელიანმა კი კითხვების ნაწილის პასუხის გაცემისგან ამ ეტაპისთვის თავი შეიკავა. ამასთან, გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის გამოსავლენად, ასევე მედიასაშუალებით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში გახმოვანებულ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები