პოლიციის სამმართველოში გადაყვანილი „გირჩის“ რამდენიმე წევრი გაათავისუფლეს

პოლიციის სამმართველოში გადაყვანილი „გირჩის“ რამდენიმე წევრი გაათავისუფლეს. როგორც „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ის პოლიციას დაკავებული არ ჰყოლია.
პოლიციის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ასევე კომენტარი გააკეთა „გირჩის“ წარმომადგენელმა ნიკა ობოლაძემ. მისი განცხადებით, აქციიდან წაიყვანეს და პოლიციის სამმართველოში 6 საათი გააჩერეს.
„ჩემგან ჩვენება აიღეს და იმისთვის, რომ ერთი წინადადება მეთქვა ექვსი საათი უბრალოდ აქ ვიყავი, ტელეფონი ჩამომართვეს, გადაადგილება შემიზღუდეს. ერთი კითხვა დამისვეს – ვიცოდი თუ არა იმ მარიხუანას წარმოშობის შესახებ, რომელიც ზურაბ ჯაფარიძეს ჰქონდა, მაგრამ მე ისიც არ ვიცოდი, რომ იმ წუთას ზურაბ ჯაფარიძეს მარიხუანა ჰქონდა,- განაცხადა ობოლაძემ.
გიჩის“ მხარდამჭერების ინფორმაციით, ამჟამად პოლიციის სამმართველოში მათი კიდევ რამდენიმე წევრი რჩება, რომლებიც დღეს „დედაენის ბაღში“ „კანაფის ლეგილიზაციის ფესტივალიდან“ გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები