“დედაენის ბაღში” 11-მდე ადამიანი დააკავეს, მათ შორის არის “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეც

“დედაენის ბაღში” პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” მიერ ორგანიზებულ კანაფის ლეგალიზაციის ფესტივალზე 11-მდე ადამიანი დააკავეს, მათ შორის, “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძეცაა.
დაკავებამდე, ზურაბ ჯაფარიძემ ჯიბიდან სამი ღერი ამოიღო, რომელიც მისი თქმით, კანაფი იყო და აქციის მონაწილეებისთვის უნდა გადაეცა. სამართლადამცველებმა ჯაფარიძე სწორედ ამ დროს დააკავეს. ამ ფაქტის გამო, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულია თერთმეტამდე პირი, 8 ადამიანი გადაყვანილია საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, 3 კი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
„გირჩის“ მიერ მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზების და ფესტივალის ფარგლებში, მარიხუანას უკანონოდ შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში უკვე რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, ზურაბ ჯაფარიძის მიმართ აუცილებელი გახდა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, რაც შეკრებილი ხალხის რაოდენობის გათვალისწინებით, ადგილზე იყო შეუძლებელი. ვინაიდან ზურაბ ჯაფარიძე პრეზიდენტობის კანდიდატია, სამართალდამცველებმა მას შესთავაზეს, საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, პოლიციის განყოფილებაში გაყოლა. ზურაბ ჯაფარიძე პოლიციის თანამშრომლებს გაჰყვა ნებაყოფლობით. ამ ეტაპზე, მისი მონაწილეობით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ასევე, მარიხუანას ე.წ. ფესტივალის ორგანიზებისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის, ამ ეტაპზე, დაკავებული 11 პირი”, -აცხადებენ შს სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები