შსს: იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად, პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, პოლიტიკური პარტია “გირჩის” წარმომადგენლები ე.წ. მარიხუანას ფესტივალს მაინც მართავენ. როგორც პოლიტიკური პარტიის, “გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნა, ფესტივალის დაწყებამდე, სამართალდამცველებმა “გირჩის” წევრები იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა, გაირკვა რომ, აღნიშნული პირები პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოძიების ფარგლებში იქნენ გადაყვანილი.
“ცნობილია, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სამინისტროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით უკვე დაწყებული აქვს, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს. პოლიციამ იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანა”, – განუცხადეს “კვირას” შს სამინისტროში.
შეგახსენებთ, რომ შს სამინისტრომ გუშინ განცხადება გაავრცელა:
“შინაგან საქმეთა სამინისტრო „გირჩის“ მიერ ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელებულ განცხადებებს აფასებს როგორც დანაშაულის ორგანიზების განზრახვას, სამართალდარღვევების ჩადენისკენ მოწოდებას და მოქალაქეთა წახალისებას, ჩაებან კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში. ამ განცხადებების საფუძველზე, სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე პრიმა მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით, რაც მცენარე კანაფის ან მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვას და გასაღებას გულისხმობს. იმ შემთხვევაში, თუ ე.წ. ფესტივალზე ვინმეს (მათ შორის პოლიტიკური გაერთიანების წევრების თუ საპრეზიდენტო კანდიდატის) მხრიდან ადგილი ექნება რაიმე ტიპის სამართალდარღვევას – ნარკოტიკული საშუალების გასაღებას, ფლობას, მოხმარებას თუ პოპულარიზაციას, პოლიცია სამართალდამრღვევი ყველა პირის მიმართ გაატარებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზომებს“, – წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები