ირაკლი ლექვინაძე: რეიტინგში გაუმჯობესება, იმ მაჩვენებლებში წინსვლით არის გამოწვეული, რომელიც ბიზნესის წარმოების ხელსაყრელ პირობებს ქმნის

„გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგი არის ერთ-ერთი ყველაზე მრავლისმომცველი რეიტინგი ქვეყნების შეფასებისას, რომელიც 12 ძირითად მიმართულებას მოიცავს”, – ასე აფასებს ირაკლი ლექვინაძე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, გლობალური კონკურენტუნარიანობის 2018 წლის ანგარიშს, სადაც საქართველო დაწინაურდა და 140 ქვეყანას შორის 66-ე ადგილი დაიკავა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ რეიტინგში დაწინაურება რა თქმა უნდა ცალსახად მიუთითებს ქვეყნის პროგრესზე.
ბიზნესობმუდსმენის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ინდექსში დაწინაურება ეყრდნობა იმ მაჩვენებლების გაუმჯობესებას, რომელიც ბიზნესის კომპონენტშია.
„რეიტინგში გაუმჯობესება, იმ მაჩვენებლებში წინსვლით არის გამოწვეული, რომელიც ბიზნესის წარმოების ხელსაყრელ პირობებს ქმნის. მთავარი პრიორიტეტი, რომელიც საქართველოს აქვს რეგიონის სხვა ქვეყნებთან მიმართებაში – დაბალი ბიუროკრატია და დაბალი გადასახადებია. ასევე მნიშვნელოვანია ფაქტორია ისიც. რომ არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირთან, ჩინეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან საქართველოს აძლევს მნიშვნელოვან უპირატესობას ბიზნესის წარმოების პროცესში. საქართველოს გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში დაწინაურება ცალსახად მიუთითებს ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდაზე. როდესაც ინვესტორი აკეთებს არჩევანს რეგიონის რომელ ქვეყანაში დაიწყოს ბიზნეს საქმიანობა, გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგს ექცევა ყურადღება. ეს არის ინვესტორებისთვის ძალიან კარგი სიგნალი, რომ დაინტერესდნენ სქართველოთი და განახორცილონ ბიზნეს საქმიანობა საქართველოში“, – ამბობს ბიზნესომბუდსმენი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები