სალომე ზურაბიშვილი: ძალიან მოქმედებს ჩემზე, როდესაც ცდილობენ დამაბრალომ ეთნიკური შუღლის ჩამოგდება

ძალიან მოქმედებს ჩემზე როდესაც ცდილობენ დამაბრალომეთნიკური შუღლის ჩამოგდება,-ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ყაზბეგში ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ეს თემა საქართველოსთვის საფრთხის შემცველია.

“ირწმუნებიან, რომ საქართველოს ჰყავს პრეზიდენტობის ისეთი კანდიდატი, რომელიც სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ადამიანს აპირისპირებს.

ეს თემა საქართველოსთვის დამანგრეველია, საფრთხის შემცველია. ვინც ამას აკეთებს კარგად ხვდება ამ ყველაფერს და ეს, არამხოლოდ ჩემ წინააღმდეგ, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული.

ერთ-ერთი ვითომ ინტელექტუალური ჟურნალი მსგავს ინფორმაციას ჩემი განმარტების, ახსნის გარეშე ავრცელებს, ეს ეხებოდა ორმაგ მოქალაქეობას, როგორ იყო ადრე დარიგებული და როგორ არის ახალი კანონი და კონსტიტუცია. სრულიად ფაქტობრივი აღწერა არის დღევანდელი რეალობის. ჩვენი ქვეყანა არის ძალიან ფაქიზი, სადაც თანაცხოვრება არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, ჩვენი სახელმწიფოს ნაწილი და ვინც ამას შეეხება, ის პირდაპირ უმიზნებს სახელმწიფოს არასტაბილურობას.
ვისი ინტერესი არის ეს? მე კი ვარ მოღალატე, მაგრამ ვინც ამას აკეთებს, ვისი ინტერესი არის მითხარით, რომელი ერთი ჩვენი მეზობლის ინტერესი არის, რომ გააღვივოს ამ ტიპის შუღლი ქვეყანაში. ეს ვრცელდება აზერბაიჯანულენოვან გაზეთებში, რომ მე სომხების მომხრე ვარ და ალბათ ხვალ სომხურ გაზეთებში დაიწერება, რომ მე სხვისი მომხრე ვარ. ეს არის ძალიან დიდი ნაღმი და ასეთ ნაღმებს მხოლოდ და მხოლოდ იმპერიალისტური რუსეთი იყენებდა საქართველოს წინააღმდეგ.

აქედან, მე ერთგვარად ვაფრთხილებ საზოგადოებას ამას არ უნდა ავყვეთ, არ შეიძლება ავყვეთ. მე ვიყავი რეგიონებში, სადაც ერთად ცხოვრობენ სხვადასხვა წარმომავლობის, რწმენის და რჯულის ადამიანები და მათი ერთადერთი გზავნილი არის, რომ ჩვენი ერთად ცხოვრება არის საქართველოს სიძლიერე და არა სისუსტე, ოღონ ერთ შემთხვევაში თუ ამას არავინ ეთამაშება და ვინც უკიდებს ცეცლხს იმას ვუფრთხილდეთ. ჩვენ, ამ ყველაფერს ერთად გავუფთხილდები, რადგან მე, ვიქნები ტოლერანტული საქართველოს , ევროპული საქართველოს, თანამედროვე საქართველოს პრეზიდენტი. მე, ვიქნები იმ საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც თავის ფასეულობებს არ დაკარგავს, რომელიც იქნება თავისი კულტურის მატარებელი და სწორედ ამ კულტურას გავიტან მე ევროპაში თქვენთან ერთად, ვაჩვენებთ ვინ ვართ, როოგრები ვართ. ამისთვის, ჩვენ უნდა ვიყოთ ჩვენი წარსულის, პრინციპების, კულტურის ერთგულნი, რადგან ეს არის ჩვენი ძალა. ერთად საქართველოსთვის,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები