“არც ერთ საკვანძო თანამდებობაზე არ უნდა დარჩენილიყო ხალხი, ვინც ხელს შეუშლიდა „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვაში”

მე არ ვამბობ, რომ ვინმე ფიზიკურად უნდა მოგვესპო, მაგრამ არც ერთ საკვანძო თანამდებობაზე არ უნდა დარჩენილიყო ხალხი, ვინც ხელს შეუშლიდა „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, რევაზ არველაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.
სხდომაზე “რუსთავი 2” – ის ეთერში გუშინ გასულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებულ საკითხს მწვავე კამათი მოჰყვა.
„ნიკოლო მაკიაველი იმიტომ კი არ მომწონს, რომ ძალიან რადიკალი იყო და მაგალითად ამბობდა, რომ როდესაც ხელისუფლებაში მტერზე გამარჯვებით მოდიხარ მტერს შვილი კი არა, შვილიშვილი არ უნდა დაუტოვო ცოცხალი, რომ რევანშზე არავინ იფიქროს და ქვეყნის მართვაში ხელი არ შეგიშალოს. მე არ ვამბობ, რომ ვინმე ფიზიკურად უნდა მოგვესპო, მაგრამ არც ერთ საკვანძო თანამდებობაზე არ უნდა დარჩენილიყო ხალხი, ვინც ხელს შეუშლიდა „ქართულ ოცნებას“ ქვეყნის მართვაში. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ეს „ქართულმა ოცნებამ“ ვერ გააკეთა, რადგან ძალიან ზედმეტი დემოკრატიულობა გამოიჩინა. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას ასეთი დემოკრატიულობა ნამდვილად არაფერში სჭირდება“, – განაცხადა რევაზ არველაძემ.
ცნობისთვის, საუბარია „რუსთავი 2“-ის ეთერში გუშინ გასულ ფარულ აუდიოჩანაწერებზე, რომელიც ტელეკომპანიის მტკიცებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და რომელშიც, სავარაუდოდ, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ფიგურირებენ.
აუდიოჩანაწერზე, პროკურატურამ გამოძიება 12 ოქტომბერს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები