ირაკლი კობახიძე: მელიას წამოსცდა ისეთი რამ, რითაც გვარამიას მიერ გუშინ დადგმულ სპექტაკლს ფარდა აეხადა

0

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ნიკა მელიას ძალიან საინტერესო რამ წამოსცდა, რითაც ფარდა აეხადა სპექტაკლს, რომელიც გუშინ ნიკა გვარამიამ დადგა, – აღნიშული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას მიმართა.
ნიკა მელიამ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგელებსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა და განაცხადა, „ეტყობა, მირზა სუბელიანს პირობები დაურღვიეთ, ტყვეობაში აგიყვანათ, ხო? ჯალათი გამოიზარდა“.
სწორედ ამ განცხადების შემდეგ აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ ნიკა მელიას ეს სიტყვები წამოსცდა და დადგმულ სპექტაკლსაც ფარდა აეხადა.
„ბატონო ნიკა, ძალიან საინტერესო რამ წამოგცდათ და არ შემიძლია, გავატარო. პირობები დაურღვიეთო და მაგიტომ გადმოვიდა მუქარაზეო, რაც მე ვთქვი, ის წამოგცდათ ზუსტად, რომელზეც მოგვიანებით კომენტარს გავაკეთებთ საზოგადოების წინაშე. ეს არ უნდა წამოგცდენოდათ, ახადეთ ფარდა ყველაფერს, მთელ ამ სპექტაკლს, რომელიც დაიწყეთ. ამ წამოცდენით ფარდა ახადეთ იმ სპექტაკლს, რომელიც დაიწყო გუშინ „რუსთავი 2“-მა, რომ მირზა სუბელიანს ეტყობა თქვენთან პრობლემა შეექმნაო, წამოგცდათ და ძალიან მძიმედ მოგიბრუნდებათ ეს უკან, რადგან გაშიფრეთ ის სპექტაკლი, რომელიც გუშინ დადგა გვარამიამ, რომელიც დღეს იმუნიტეტს უცხადებს თქვენს მირზა სუბელიანს და ეს სპექტაკლი გაშიფრეთ თქვენ. წამოგცდათ ბატონო ნიკა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი