სალომე ზურაბიშვილი: ვგრძნობ ძალიან დიდ უხერხულობას იმის გამო, რომ კიდევ სერიალების, ჩანაწერების საბჭოთა პერიოდში ვცხოვრობთ

მე ვგრძნობ ძალიან დიდ უხერხულობას იმის შესახებ, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კიდევ სერიალების, ჩანაწერების საბჭოთა პერიოდში, – ასე გამოეხმაურა პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს, რომელშიც სავარაუდოდ მირზა სუბელიანის ხმა ისმის.
„მე ვგრძნობ ძალიან დიდ უხერხულობას იმის გამო, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კიდევ სერიალების, ჩანაწერების საბჭოთა პერიოდში. როცა გაუთავებლად ვიღაცა დებს რაღაცა ჩანაწერს და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემი პრეზიდენტობის დროს მართლაც დასრულდება ეს საბჭოთა პერიოდი და ჩვენ აღარ ვიურთიერთებთ ამ რაღაცა ჩანაწერებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, საუბარია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ფარულ აუდიო ჩანაწერებზე, რომელიც ტელეკომპანიის მტკიცებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გაკეთებული და რომელშიც სავარაუდოდ პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი, დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე და დევნილთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ფიგურირებენ.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ აუდიოჩანაწერზე, გამოძიება ორი დღის წინ დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები