ზაზა გაბუნია: სალომე ზურაბიშვილთან შედარებით, დავით ბაქრაძე სტაჟიორია

“სალომე ზურაბიშვილთან შედარებით, დავით ბაქრაძე სტაჟიორია”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში გამართულ დებატებზე განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატის 46-წლიანი ევროპული დიპლომატიური კარიერა მეტყველებს ყველაფერ იმაზე, თუ რამხელა სიკეთე შეუძლია მოუტანოს მან საქართველოს.
“ჩვენი ოპონენტები საუბრობენ, რომ ბატონი ბაქრაძე მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკოსია, არადა, დავით ბაქრაძე, ისევე, როგორც გრიგოლ ვაშაძე, აპირებს მოქალაქეობის აღდგენის, შეწყალებისა და სხვა გზებით, ქართულ პოლიტიკაში დააბრუნოს სააკაშვილი, მერაბიშვილი და სხვები, ანუ უნდათ, დააბრუნონ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წარსული. ამიტომ, ჩემი რჩევაა, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის გვარს – ბაქრაძეს და სიტყვა მომავალს ერთად ნუ ახსენებთ. ​რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, მის გამოცდილებასთან და კვალიფიკაციასთან შედარებით, დავით ბაქრაძე სტაჟიორია. ​სალომე ზურაბიშვილის 46-წლიანი ევროპული დიპლომატიური კარიერა მეტყველებს ყველაფერ იმაზე, თუ რამხელა სიკეთე შეუძლია მოუტანოს მან ჩვენს ქვეყანას, ჩვენი სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. ამასთან, ამ კანდიდატებიდან სწორედ მხოლოდ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, ჩამოაყალიბოს საპარლამენტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო ტრადიცია”,-განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები