გიორგი კახიანი: “ნაცმოძრაობა“ არ წყვეტს პროვოკაციებს ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ

უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე საუბარი იყო იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ წყვეტს პროვოკაციებს ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციებმა ორგანიზებული ხასიათი მიიღო.
„უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე საუბარი იყო იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ წყვეტს პროვოკაციებს ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მიმართ. ადგილი აქვს პროვოკაციებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, რამაც, სამწუხაროდ, ორგანიზებული ხასიათი მიიღო. ისინი ცდილობენ, შეურაცხყოფის მიყენების გზით, სიძულვილის ენის გამოყენებით, რაღაცნაირად დაჩრდილონ წინასაარჩევნო კამპანია, რომელსაც ჩვენ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი ატარებს და ბუნებრივია, ეს ინფორმაცია მიეწოდა კომისიას, ჩვენ მათგან შესაბამის რეაგირებას ველით”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები