ანრი ოხანაშვილი: მჯერა, რომ ქარელი აირჩევს სალომე ზურაბიშვილს ჩვენს ღირსეულ პრეზიდენტად

„მე მჯერა, რომ ქარელი აირჩევს სალომე ზურაბიშვილს ჩვენს ღირსეულ პრეზიდენტად“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა, ქარელში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრცეველთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ის ადამიანია, რომელსაც ყველა ადამიანის სატკივარის გულთან მიტანა შეუძლია.
„სალომე ზურაბიშვილი გახლავთ ადამიანი, რომელსაც შეუძლია მოუსმინოს თითოეულ თქვენგანს, გულთან მიიტანოს თითოეული თქვენგანის სატკივარი, იყოს პრინციპული და ამავდროულად, სამართლიანი თქვენთვის საჭირო ყველა საკითხის გადაწყვეტაში.
სწორედ ასეთ ადამიანს ვუცხადებთ ჩვენ, „ქართული ოცნება“ და მე მჯერა ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი სრულ მხარდაჭერას და ასევე, მჯერა, რომ თქვენი ეს მხარდაჭერა იქნება ისეთივე სამაგალითო, როგორიც თქვენ ბევრჯერ გამოუცხადეთ „ქართულ ოცნებას“. მე მჯერა, რომ ქარელი აირჩევს ქალბატონ სალომეს ჩვენს ღირსეულ პრეზიდენტად!“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები