ფრანკფურტში საქართველოს ეროვნული მუზეუმი სამი გამოფენითაა წარმოდგენილი
ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმი სამი გამოფენით და საგანმანათლებლო პროგრამებითაა წარმოდგენილი.
გამოფენებიდან ერთ-ერთი, ზენკენბერგის საბუნებისმეტყველო მუზეუმში 10 ოქტომბერს გაიხსნა და 18 ნოემბრამდე გაგრძელდება. მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ადამიანის წინაპართა ისტორია და მათი მოგზაურობა აფრიკიდან კავკასიის გავლით, დმანისში აღმოჩენილი 1 800 000 წლის წინანდელი ჰომინინის ნაშთები. არქეოლოგიის მუზეუმი კი, 10 თებერვლამდე უმასპინძლებს გამოფენას ღვინისა და ოქროს წარმოების შესახებ, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ექსპონატი ქვის ხანიდან ბრინჯაოს ხანის ჩათვლით. 10 თებერვლამდე იხილავს დამთვალიერებელი კიდევ ერთ გამოფენას, ამჯერად, ლიბიგჰაუსის მუზეუმში, სადაც ის ძველ მსოფლიოში ანტიკურ სამყაროსა და მედეას მითოლოგიზებულ სახეს გაეცნობა.