ილია მეორე: ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი განსაკუთრებული მფარველია საქართველოსი

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის და იოანე ღვთისმეტყველის ხსენების დღეს აღნიშნავს. მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში, დღესასწაულთან დაკავშირებით, წირვა-ლოცვა აღევლინა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი გადაიხადა.
„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს! ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ჩამობრძანებას საქართველოში. ყველას გილოცავთ იოანე ღვთისმეტყველის დღესასწაულს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არის განსაკუთრებული მფარველი საქართველოსი – არაერთხელ გადაურჩენია საქართველო დაცემისაგან“ – აღნიშნა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები