ჟერარ დეპარდიე ავიაკომპანიას ქმნის
ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე ავიაკომპანიას, სახელწოდებით “Cyran’R”-ს ქმნის. მსახიობმა სახელი ედმონ როსტანი პიესის გმირის, სირანო დე ბერჟერაკის პატივსაცემად უწოდა, რომლის როლიც დეპარდიემ 1990 წელს გადაღებულ ფილმში შეასრულა. უცხოური მედიის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე ჟერარ დეპარდიე ავიაკომპანიას საკუთარ თვითმფრინავს მიაქირავებს. ახლად დაფუძნებული ავიაკომპანია შეასრულებს არა მხოლოდ სამგზავრო რეისებს, არამედ ტვირთის გადაზიდვის, სანიტარულ რეისებს და დონორთა ორგანოების ტრანსპორტირებასაც განახორციელებს.