რა ვითარებაში სცადა ბრალდებულმა ხაშურის სასამართლოდან გაქცევა
ხაშურის რაიონული სასამართლოდან ბრალდებული გაქცევას ცდილობდა.
დაკავებულის გაქცევის მცდელობის ფაქტის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, ბრალდებულმა სცადა ბადრაგისთვის იარაღი წაერთმია.
„სასამართლოში ერთ-ერთმა ბრალდებულმა საპირფარეშოში გასვლა მოითხოვა. მისი მოთხოვნა შესრულდა. ამ დროს მას ორი ბადრაგი იცავდა. სწორედ ამ დროს მან ერთ-ერთი ბადრაგისთვის იარაღის წართმევა სცადა და გაქცევას ცდილობდა, რაც მეორე ბადრაგმა დროულად აღკვეთა“, – აცხადებენ უწყებაში.