ზაზა გაბუნია: ნათლად ჩანს, რომ მერიის პოლიტიკა ტაქსებთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად იხვეწება
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია, თბილისის მერის კახა კალაძის მიერ, ტაქსების თაობაზე დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.
“ტაქსებთან დაკავშირებით, მერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეესაბამება ევროკავშირის გზაზე მდგარი ქვეყნის საჭიროებებს.
მნიშვნელოვანია, რომ მერია ფიქრობს ტაქსის მფლობელთა მდგომარებაზეც და ეს ჩანს იმაშიც, რომ ტაქსებში ჰიგიენის მაღალი სტანდარტის დასაწესებლად
მატერიალური და ფინანსური რესურსის გაღება მძღოლებს არ მოუწევთ”, – განაცხადა გაბუნიამ.
მისივე თქმით, ეს ცვლილებები და სიახლეები მომხმარებელთა უფლებებისა და მოთხოვნის სასარგებლოდ ხორციელდება.