ზაზა ხატიაშვილი: გავასაჯაროვებ მტკიცებულებას, რომელიც ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ წარმოებულ ბინძურ კამპანიას წერტილს დაუსვამს

„წარმოგიდგენთ უმაღლესი სანდოობის მტკიცებულებას, რომელიც წერტილს დაუსვამს ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ ფალსიფიცირებული ფარული ჩანაწერებით წარმოებულ ბინძურ კამპანიას“,-ამის შესახებ განცხადება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა სოციალურ ქსელში განათავსა და ხვალ საგანგებო ბრიფინგი დააანონსა.
„მივმართავ ქართულ მედიას და მთელს საზოგადოებას! ხვალ, ვგეგმავ საგანგებო ბრიფინგს, სადაც წარმოგიდგენთ უმაღლესი სანდოობის მტკიცებულებას, რომელიც წერტილს დაუსვამს ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ ფალსიფიცირებული ფარული ჩანაწერებით წარმოებულ ბინძურ კამპანიას. ხვალ, ზააზა ოქუაშვილის მდარე სპექტაკლი დასრულდება“,- წერს ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის უფლებების დამცველი ზაზა ხატიაშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები