პირს, რომელმაც შვილის თანდასწრებით სიდედრი სცემა, 1 წელი მიუსაჯეს

არასრულწლოვნის თანდასწრებით, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.
„ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვნის თანდასწრებით მეუღლის დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ვ.კ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 20 ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ვ.კ.-მ არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლის დედას მ.კ.-ს არასრულწლოვანი შვილიშვილის თანდასწრებით, თავის არეში ხელის დარტყმით ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა.
სამართალდამცველებმა ვ.კ. 2018 წლის 21 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ვ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები