პრეზიდენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა

დღეს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე  სახელმწიფო დროშა დაეშვა. სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე.

სოხუმის დაცემიდან დღეს 25 წელი გავიდა. სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. კონფლიქტი ქართულ სამთავრობო ჯარებსა და აფხაზ სეპარატისტთა ძალებს შორის 13 თვესა და 13 დღეს გრძელდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები