რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავარია მოხდა

რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.
ავარიის შედეგად „ოპელისა“ და „ტოიოტას“ მარკის ავტომობილების მძღოლები დაშავდნენ, ასევე, მსუბუქი დაზიანება მიიღო კიდევ ერთმა მგზავრმა.
სამივე მოქალაქე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ უახლოეს კლინიკაში გადაიყვანა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის მსუბუქი დაიზანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები