„ჩერნოვეცკის“ ფონდი 54 წლის გიული წიკლაურის დასახმარებლად ხალხს გაერთიანებისკენ მოუწოდებს

54 წლის გიული წიკლაური მარტოხელა ადამიანია, დაავადებულია უამრავი დაავადებით: თავის ტვინის სიმსივნე, ოსტეოართროზი, არტერიული ჰიპერტენზია და სხვა. გიულის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა 90-იანი წლების დასაწყისში და მას შემდეგ იგი სულ უფრო რთულდება.
გიული პენსიის ხარჯზე ცხოვრობს, რომელიც მას მხოლოდ პურის საყიდლად თუ ჰყოფნის. სხვა დახმარება არ გააჩნია. სამწუხაროდ, გაუგებარი მიზეზის გამო მას სოციალური შემწეობა მოუხსნეს. გიული ახლა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ პატარა ოთახში ცხოვრობს და მარტოობასა და უსახსრობას მწარედ განიცდის. მეგობრებო, მოდით გავუწოდოთ დახმარების ხელი გიული წიკლაურს! ჩვენ გვჯერა თქვენი კეთილი გულის! თუ გაქვთ სურვილი და შესაძლებლობა დაეხმაროთ გიულის, თანხა შეგიძლიათ გადარიცხოთ ჩერნოვეცკის ფონდის ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გიული წიკლაური) ან ჩარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან: https://chernovetskyifund.ge/ge/projects/365-tsiklauri/

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები